Fox News: აშშ-მა უკრაინაში საელჩოს თანამშრომლების ოჯახების ევაკუაციის განკარგულება გასცა

გამოქვეყნდა:

Fox News-ის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გასცა განკარგულება, რომ ორშაბათიდან დაიწყონ უკრაინაში, აშშ-ს საელჩოს თანამშრომლების ოჯახების ქვეყნიდან ევაკუაცია. გამოცემის ცნობით, ინფორმაციის წყარო, ოფიციალური პირია, რომლის ვინაობასაც არ ამხელს.

დღეს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კიევში აშშ-ს საელჩომ, ევაკუაციისთვის სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში უკვე ჩავიდა აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი ნაწილი.

უკრაინის გარშემო სიტუაცია კვლავ დაძაბულია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

21 იანვარს ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ისტორიული შეხვედრა გაიმართა, თუმცა კონკრეტული შედეგის გარეშე. რუსეთი ითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ აღმოსავლეთით ნატო არ გაფართოვდება, აშშ -სა და ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის პასუხია, რომ ნატოში გაწევრიანება-არგაწევრიანებას თავად ალიანსი და წევრობის მსურველი ქვეყანა წყვეტს, ხოლო იმ შემთხევვაში თუ რუსეთი უკრაინას თავს დაესხმევა, ბაიდენის თქმით, ამას მკაცრი რეაგირება მოჰყვება 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი