უკრაინაში ამერიკული სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა

გამოქვეყნდა:

ბორისპოლის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ამერიკული თვითმფრინავი დაჯდა - უკრაინაში სამხედრო დახმარების მესამე ნაწილი ჩავიდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, დახმარების პაკეტი მოიცავს თანამედროვე აღჭურვილობასა და თავდაცვით საბრძოლო მასალას.

ამერიკული დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში 22 იანვარს ჩავიდა, მეორე კი- 23 იანვარს.

შეგახსენებთ, უკრაინისთვის, 200 მილიონი დოლარის უსაფრთხოების პაკეტი ბაიდენმა დეკემბერში დაამტკიცა. 

უკრაინა რუსეთთან ომის ზღვარზეა. აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, რუსეთი მიიღებს ისეთ პასუხს, როგორიც ჯერ არ მიუღია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი