მაღალჩინოსნების ერთმანეთთან შეთანხმებული ჩვენებები - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები წერილობით მტკიცებულებებს გაეცნენ

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, ადვოკატები ვიდეომასალის შემდეგ, დღეს წერილობით მტკიცებულებებს გაეცნენ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, უფლებადამცველები რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ; ადვოკატების განმარტებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის თავის არიდებას ცდილობენ.

მასალებიდან ასევე იკვეთება, რომ ჩვენებას უწყების წარმომადგენლები, სახელმწიფო ინსპექტორს, ერთმანეთთან შეთანხმებით აძლევენ;

მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის საქმეზე, მტკიცებულებების შესწავლა ისევ გაგრძელდება, პარალელურად კი ადვოკატები და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იმ კადრებს ელოდება, რომელიც გორის ჰოსპიტალში, მომხდარ ე.წ. საათის ინციდენტს ასახავს;

მესამე პრეზიდენტი გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანის კადრების სრულად გასაჯაროებას ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი