
"ხელისუფლება ცდილობს კვალის წაშლას და საკუთარი დანაშაულის დაფარვას", - ამბობს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი. უფლებადამცველების ინფორმაციით, ვიდეო კამერების ჩანაწერებიდან წაშლილია გორის სამხედრო ჰოსპიტალში ე.წ. საათის ეპიზოდი.
"თუკი აქამდე ჩვენთვის ცნობილი იყო, რომ წაშლილი იყო გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ძალადობის განხორციელების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთის ამსახველი მასალა ექვსწუთნახევარი, ახლა ჩვენთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში, პალატაში, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები აღარ არსებობს ბუნებაში და ეს ჩანაწერებიც არის წაშლილი. მოგეხსენებათ, რომ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელდა, ასევე, ძალადობა ე.წ. საათის ეპიზოდი", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ეცნობიან ვიდეოჩანაწერის თითქმის სრულ ვერსიას. საუბარია რუსთავის ციხიდან გლდანში მოტყუებითა და ძალადობით გადაყვანაზე. მათივე თქმით, ჩანაწერებს აკლია 6 წუთი.
გარდა გლდანისა, მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველები დაინტერესებული იყვნენ სწორედ გორში, ე.წ. საათის ინციდენტის ჩანაწერითაც, რომელიც ამჯერად უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტლიდან გადაყვანის ასევე ძალადობრივ მცდელობას. ამავე თემაზე: