ხელისუფლება დანაშაულს მალავს - ასე აფასებენ მესამე პრეზიდენტის ადვოკატები გორის სამხედრო ჰოსპიტლის წაშლილ ჩანაწერებს. ირკვევა, რომ ვიდეომასალა დირექტორის მრჩეველმა, დავით ღონიაშვილმა წაშალა, რომელიც მანამდე სუს-ში მუშაობდა.
"აღმოჩნდა, რომ ეს მასალა წაშალა ჰოსპიტალის დირექტორის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც მანამდე თურმე მუშაობდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მთავარი სამმართველოს უფროსად, ანუ აღმოჩნდა, რომ სუს-ს ჰქონდა პირდაპირი წვდომა მიხელ სააკაშვილის დამონტაჟებულ კამერებთან, მათი დამონტაჟებული იყო ეს კამერები და მათვე გაანადგურეს ეს ვიდეომასალა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ღონიაშვილი "მთავარის" ობიექტივში მოხვდა, თუმცა კითხვებს არ უპასუხა.
"მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არსებული დანაშაულებრივი ინფორმაციის შემცველი მასალა იქნა წაშლილი კვლავ და კვლავ პოლიტიკური მოტივაციით" - ამბობს ბექა ბასილაია.
საქმე ეხება, 27 დეკემბრის შემთხვევას, როდესაც მესამე პრეზიდენტის განმარტებით, მასთან პალატაში ბადრაგი შევიდა და მაჯის საათი, ხელიდან ძალის გამოყენებით მოხსნეს.
ამავე თემაზე: