"NDI რას დაეყრდნო ვერ გეტყვით, შეიძლება იყოს ე.წ. ფეიკ ინფორმაციების საფუძველზე" | მიქანაძე კვლევაზე

გამოქვეყნდა:

"NDI რას დაეყრდნო ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება, იყოს ე.წ. ფეიკ ინფორმაციების მიწოდების საფუძველზეც" -  ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

როგორც დეპუტატი ამბობს, კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში ნდობის ფაქტორი სამჯერ არის გაუარესებული, საფუძველს მოკლებულია.

"​NDI რას დაეყრდნო ვერ გეტყვით, მაგრამ გარკვეულწილად შეიძლება იყოს "ფეიკ" ინფორმაციების მიწოდების საფუძველზეც. ამიტომ, ის განცხადება, რომ სამჯერ გაუარესდა ნდობის ფაქტორი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია როდესაც ვხედავთ, რომ მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხაზგასმით აღნიშნავს ძალიან მაღალი სტანდარტით ჩატარებულ 2021 წლის არჩევნებს", - ამბობს მიქანაძე.

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი