ეს არის "ქართული ოცნების" პასუხი იმაზე, რაც მოხდა რუსთავში - კირკიტაძეს პოლიციაში ბრალს აცნობენ

გამოქვეყნდა:

დავით კირკიტაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო - "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს ბრალს აცნობენ.  დავით კირკიტაძე პოლიციის სამმართველოში ადვოკატთან ერთად იმყოფება.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პოლიციაში შესვლის წინ საკუთარ საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს არის პოლიტიკური დევნის კიდევ ერთი სცენარი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიფიქრა და განახორციელა. 

"ეს არის "ქართული ოცნების" პასუხი იმაზე, რაც მოხდა რუსთავში. რუსთავში "ოცნებამ" მთლიანად დაკარგა მხარდაჭერა, საკრებულოში ოპოზიცია არის მმართველობაში და აქვს ბერკეტები რუსთაველებს რაც სჭირდებათ შევუსრულოთ. მათ ბევრი იფიქრეს რა პასუხი გაეცათ და როგორ აქამდე იდგნენ პოლიტიკურ პოლიციაზე, პოლიტიკურ ჟანდარმერიაზე, პოლიტიკურ პროკურატურასა და სასამართლოზე, ამით ჰგონიათ, რომ ჩვენ შეგვიშლიან ხელს. რაც შეეხება დეპუტატის მანდატის შეჩერებას, "ოცნებისგან" ყველაფერი ცუდი არის მოსალოდნელი და ისინი ყველაფერზე წავლენ ხელისუფლების შენარჩუნების დაუოკებელი სურვილით, მაგრამ ვერ გაგვაჩერებენ",- თქვა დავით კირკიტაძემ. 

"ქართულ ოცნებაში" არ გამორიცხავენ, რომ კირკიტაძეს შესაძლოა, სადეპუტატო იმუნიტეტი შეუწყდეს. 

 საქართველოს პროკურატურამ რუსთავში, წინასაარჩევნო პერიოდში მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე 4 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო. მათ შორისაა თავად კირკიტაძეც.

კირკიტაძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,  ჩადენილი ორი პირის მიმართ) დაიწყო.

პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართავს. ამ ეტაპზე ბრალდების მხარე გირაოს ითხოვს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი