ბრალდება სასამართლო დარბაზიდან. მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას პირადად ოლიგარქ ივანიშვილს აკისრებს.
ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა პატიმარმა დღეს, საჯაროდ მოითხოვა საკანში მედიკოსების დაშვება, მაგრამ ხელისუფლებისგან და მოსამართლისგანაც უარი მიიღო, ამიტომ მესამე პრეზიდენტი პირადად ბიძინა ივანიშვილს და მმართველ კლანს, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში ადანაშაულებს.
საჯარო ბრალდების შემდეგ, დარბაზის დატოვებამდე, მიხეილ სააკაშვილმა მეგობარ ხალხს და ქვეყანას მიმართა.
მესამე პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს, რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამარჯვებას უწინასწარმეტყველებს და ოცნების მთავრობას მოუწოდებს მხარი დაუჭიროს მეგობარ უკრაინას.
იხილეთ ასევე: