რუსული მედია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკი ორი კვირის განმავლობაში მალავდა, რომ კორონავირუსით ინფიცირებული იყო.
წყარო ჯანდაცვის სამინისტროსთან დაახლოებული პირია. ის გამოცემასთან საუბრისას ამბობს, რომ მას "ლიბერალ-დემოკრატიული" პარტიის ოფისში თანამშრომლებს უთხრეს, რომ ჟირინოვსკიმ დროებით დისტანციურად მუშაობა და სახლში გადასვლა პრევენციის მიზნით გადაწყვიტა.
დიაგნოზის შესახებ მხოლოდ ვიწრო წრემ - პირადმა დაცვამ, თანაშემწეებმა და აპარატის უფროსმა იცოდა.
ჟირინოვსკი მოსკოვის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოცემა "РИА Новости" წყაროზე დაყრდნობით ამბობს, რომ მისი მდგომარეობა სტაბილურია და ცნობები პაციენტის დამძიმებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.