მაკრონს პუტინთან დისტანციის დაცვა რუსული PCR ტესტის გაკეთებაზე უარის გამო მოუწია - Reuters

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოსკოვში ვიზიტის დროს უარი თქვა კრემლის მოთხოვნაზე, გაეკეთებინა რუსული COVID-19-ის ტესტი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემა 2 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სწორედ ამის გამო ესწრებოდა მაკრონი შეხვედრას სტანდარტულზე დიდი დისტანციის დაცვით.

პუტინის და მაკრონის შეხვედრის ფოტომ, სადაც ლიდერები 4-მეტრიანი მაგიდის საპირისპირო ბოლოებში სხედან მნახველები გააკვირვა. ზოგიერთი დიპლომატი ვარაუდობდა, რომ პუტინს ამით შესაძლოა დიპლომატიური გზავნილის გაკეთება სურდა, მაგრამ 2 წყარო ამბობს, რომ მაკრონს ჰქონდა არჩევანი ან რუს ექიმებს PCR ტესტი გაეკეთებინათ მისთვის ან დაეცვა მკაცრი დისტანცია.

"ჩვენ ვერ მივიღებდით, რომ მათ ხელში პრეზიდენტის დნმ ყოფილიყო", - თქვა წყარომ. 

მეორე წყარო ამბობს, რომ მაკრონმა გამგზავრებამდე ფრანგული PCR ტესტი გაიკეთა, ჩასვლის შემდეგ კი პირადმა ექიმმა სწრაფი ტესტი გაუკეთა. 

საკითხზე Reuters-მა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც მიმართა, თუმცა, პასუხი ჯერ არ მიუღიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი