რუსეთს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინა გადამწყვეტი მოქმედებებისთვის მზად არის - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დიმიტრი კულება აცხადებს, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის.

კულება ამბობს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც ესაუბრა აღნიშნავს, რომ კიევს დასავლელი პარტნიორების იმედი აქვს.

"უსაფრთხოების გარდა აშშ უკრაინას ეკონომიკურ სფეროშიც აღმოუჩენს დახმარებას. რუსეთის ფედერაციას ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ უკრაინა და მისი პარტნიორები გადამწყვეტი მოქმედებებისთვის არიან მზად ჩვენი სახელმწიფოს დასაცავად. მე და სახელმწიფო მდივანმა დეტალურად განვიხილეთ უსაფრთხოების სიტუაცია რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე. ახლა აქტიურად ვემზადებით გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცის ვიზიტისთვის", - წერს კულება. 

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინაში სამხედრო ოპერაცია შესაძლოა ნებისმიერ წუთს დაიწყოს. ოფიციალური ვაშინგტონი არ გამორიცხავს, რომ რუსული გეგმით, რომელსაც კრემლში ამუშავებენ, მოსკოვმა შესაძლოა, უკრაინაზე მასიური ავია-იერიშები განახორციელოს.ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში მყოფ მოქალაქეებს 48 საათში ქვეყნის დატოვების რეკომენდაციას აძლევს.

ცნობილია სამხედრო მოქმედებების დაწყების სავარაუდო დროც, სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა უკრაინაზე იერიში შესაძლოა, მიმდინარე ოლიმპიური თამაშების დასრულებამდე მიიტანოს. პარალელურად, სრულ მზადყოფნაშია უკრაინის შეიარაღებული ძალებიც.

იხილეთ ასევე:

საუბარი მქონდა ჯოზეფ ბორელთან, რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების პაკეტი მზადაა - კულება

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი