"უსაფრთხოების გარანტიებზე" რუსეთმა აშშ-სა და ნატოს საპასუხოდ 10 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა

გამოქვეყნდა:

კრემლში ვლადიმერ პუტინი საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს შეხვდა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, როგორც ლავროვმა პუტინს განუცხადა, NATO-სა და აშშ-ის პასუხებთან დაკავშირებით, რუსეთის 10 გვერდიანი პასუხი უკვე მზადაა.

ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, აშშ-მ და ნატომ რუსეთს წერილობითი პასუხი იანვრის ბოლოს გადასცეს.

რუსეთი ითხოვს აღმოსავლეთით, ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოების შეწყვეტას, რაზეც ნატო აცხადებს, რომ ყველა ქვეყანამ პატივის უნდა სცეს სხვა ქვეყნების უფლებას, აირჩიოს უსაფრთხოების ზომები და განსაზღვროს საკუთარი საგარეო პოლიტიკა.

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი