რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმში წვრთნები დასრულდა და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან

გამოქვეყნდა:

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყირიმში სამხედრო წვრთნები დასრულდა და ჯარისკაცები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან

"სამხრეთ სამხედრო ოლქის ქვედანაყოფების სამხედრო აღჭურვილობით ეშელონმა გადაკვეთა ყირიმის ხიდი საგუშაგოებისკენ (მუდმივი განლაგების პუნქტები), დაგეგმილი წვრთნების დასრულების შემდეგ“ - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

რუსეთის თავდაცვის უწყება გუშინაც ამტკიცებდა, რომ ​ბელარუსში წვრთნების შემდეგ, სამხედროების ნაწილის გაყვანას იწყებდნენ, თუმცა ნატოს გენერალური მდივნის თქმით, დეესკალაციის არანაირი ნიშნები არ ჩანს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი