
უკრაინის პრეზიდენტი ეხმაურება რუსული მხარის განცხადებას, რომ ჯარების ნაწილის გაყვანას იწყებს და BBC-სთან საუბრისას ამბობს, რომ ჯერჯერობით ამის შესახებ მხოლოდ ესმით.
"სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვრეაგირებთ იმ რეალობაზე რაც გვაქვს და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ გაყვანას. ჩვენ მხოლოდ გავიგეთ ამის შესახებ", - თქვა ზელენსკიმ.
მისი განცხადებით, ყველა ნორმალური ადამიანი ახლა დეესაკალაციის მოლოდინშია.
"რაც შეეხება მუქარას, მე არაერთხელ მითქვამს, რომ ნებისმიერ მუქარაზე მშვიდად ვართ, რადგან გვახსოვს, რომ ეს ყველაფერი გუშინ არ დაწყებულა, ეს უკვე მრავალი წელია ხდება", - თქვა მან.
ზელენსკის თქმით, როდესაც ჯარები გავლენ, ამას არა მხოლოდ სამხედრო დაზვერვა, არამედ ყველა დაინახავს, მაგრამ ეს ახლა მხოლოდ განცხადებებია.
ცნობისთვის, რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. მიუხედავად ამისა მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ობით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. 15 თებერვალს რუსეთმა თქვა, რომ მისი სამხედრო ჯარების ნაწილი ბელარუსში წვრთნებს ასრულებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება. დასკვნითი ღონისძიება 19 თებერვალსაა დაგეგმილი. მსგავსი განცხადება რუსეთში დღესაც გააკეთეს და თქვეს, რომ ყირიმში წვრთნები დასრულდა და სამხედროები მუდმივი დისლოკაციის ადგილებს უბრუნდებიან