შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით, პუტინმა აირჩია სისხლისღვრის გზა - ბორის ჯონსონი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ კრემლის ქმედებებს გადამწყვეტი პასუხი გაეცემა.

"შეძრწუნებული ვარ უკრაინაში მომხდარი საშინელი მოვლენებით. ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის შემდეგი ნაბიჯების განსახილველად.

პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია სისხლისღვრისა და ნგრევის გზა უკრაინაზე ამ არაფრით პროვოცირებული თავდასხმის წამოწყებით.

დიდი ბრიტანეთი და ჩვენი მოკავშირეები შესაბამისად უპასუხებენ", - წერს ბორის ჯონსონი Twitter-ზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი