უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიაზე საომარი მდგომარეობა გამოაცხადა. დღეს, 24 თებერვალს, გამთენიისას პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. 

ამ წუთებში აფეთქების ხმა რამდენიმე ქალაქში ისმის.

ზელენკსიმ დაადასტურა, რომ რუსეთმა სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე და მესაზღვრეებზე.

"მოგესალმებით ძვირტასო თანამემამულეებო. დილიდან პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, დონბასის ტერიტორიაზე სპეციალური სამხედრო ოპერაცია ტარდება. რუსეთის ფედერაცია დარტყმებს აყენებს სამხედრო ინფრასტრუქტურას და სასაზღვრო ძალებს... იმედი გვაქვს პარტნიორების დახმარების", - თქვა ზელენსკიმ. 

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ხარკოვის მხრიდან უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს და მარიუპოლსა და ოდესაში დესანტი გადასხეს. ვრცელდება ინფორმაცია,რომ უკრაინის მასშტაბით ანტი-საჰაერო ავიაბაზების ნაწილის მმართველ სისტემაზე თავდასხმა მოხდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ობიექტებზე შეტევას, უკრაინის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობას უწევენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი