მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიოს მოუწოდებს, რუსეთის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ იმოქმედოს. 

"მსოფლიომ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს. ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია.

იმ საქმეთა სია, რომელიც უნდა შესრულდეს:

1. დამანგრეველი სანქციები რუსეთზე ახლავე, SWIFT-ის ჩათვლით

2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში

3. იარაღი და აღჭურვილობა უკრაინისთვის

4. ფინანსური დახმარება

5. ჰუმანიტარული დახმარება", - წერს დმიტრო კულება Twitter-ზე.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა უკრაინას ომი გამოუცხადა. კიევში, ხარკოვსა და უკრაინის სხვა ქალაქებში აფეთქებების ხმა ისმის

შექმნილი ვითარების გამო, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი