დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება - ბორის ჯონსონი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

გამოქვეყნდა:

"დასავლეთი უმოქმედოდ არ იქნება მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ თავისი კამპანია წამოიწყო", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

პრემიერის ოფისის ინფორმაციით, საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც რუსეთმა უკრაინაზე თავდასხმა განახორციელა.

უკრაინის პრეზიდენტმა ბორის ჯონსონს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მომხდარი თავდასხმების შესახებ.

როგორც ბორის ჯონსონმა აღნიშნა, იმედოვნებს, რომ უკრაინა შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას. მან ასევე თქვა, რომ ამ მძიმე დროს უკრაინელი ხალხი ბრიტანელის ხალხის ფიქრებშია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი