
რუსმა ოკუპანტებმა აიღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და პერსონალი მძევლად აიყვანეს - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის მრჩეველმა ალიონა შევცოვამ Facebook-ზე დაწერა.
"რუსებმა დაიპყრეს ჩერნობილის სადგური. სადგურის თანამშრომლები მძევლად არიან აყვანილი. ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის უსაფრთხოებას", - წერს ის
საოკუპაციო ჯარები ჩერნობილის ზონაში ბელარუსის ტერიტორიიდან შევიდნენ. ეროვნულმა გვარდიამ, რომელიც იცავდა საშიში რადიოაქტიური ნარჩენების შესანახ ობიექტს, სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. იყო ბირთვული ნარჩენების საწყობის განადგურების საფრთხე.