
უკრაინის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში, რუსეთის მოსახლეობას მიმართა და მოუწოდა, გააპროტესტონ მათი ქვეყნის პრეზიდენტის ქმედებები:
"...დიახ, ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რუსი შოკირებულია იმით, რაც ხდება. ზოგიერთი რუსი უკვე მოუწოდებს სოციალურ ქსელებში, რომ ისინი ომის წინააღმდეგია. ჩვენ ვხედავთ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ამას ნაკლებად ითვალისწინებს.
გთხოვთ, თუ გვისმენთ და გესმით, რომ დამოუკიდებელ ქვეყანას თელავთ, გთხოვთ, გამოდით მოედანზე, მიმართეთ თქვენი ქვეყნის პრეზიდენტს.
ჩვენ უკრაინელები ვართ. ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ. თქვენ რუსები ხართ. ახლა თქვენმა სამხედროებმა დაიწყეს ომი ჩვენს ჩვენს ქვეყანაში...
ვისურვებდი, რომ გამოხვიდეთ წითელ მოედანზე, გამოხატოთ თქვენი დამოკიდებულება თქვენი დედაქალაქის, ან პეტერბურგის ქუჩებში, არა მხოლოდ ინსტაგრამზე. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია" ამბობს ზელენსკი
რას ვხედავთ ამ საათში? მსოფლიო საზოგადოებისთვის რუსეთი ხდება ეგრეთ წოდებული "DPR"-ის ანალოგი - ეს არის სრული იზოლაცია" ამბობს ზელენსკი.