
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, იტალიის პრემიერმინისტრმა მას სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ რუსეთის ჩახსნას SWIFT-ის სისტემიდან მხარს უჭერს:
"ეს არის ახალი გვერდის დასაწყისი ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, თავდაცვის დახმარებას. უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი" წერს ტვიტერზე ვოლოდიმირ ზელენსკი
ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა დმიტრო კულებამაც. უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს