
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნას, კვიპროსი არ დაბლოკავს:
"ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24/7, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან." წერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ტვიტერზე