
უკრაინაში, ხერსონის ოლქში, ანტონოვკას დასახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ინფორმაციას ხერსონის საკრებულოზე დაყრდნობით უკრანული მედია ტელეგრამ-არხებში ავრცელებს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ანტონოვკაში, ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია 17:00 საათზე დაიწყება.
"პირველ რიგში, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაცია განხორციელდება... მოსახლეობა დაელოდება ავტობუსებს, რომლებზეც წითელჯვრიანი დროშები იქნება გამოსახული" - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: