"უკრაინა დემოკრატიული ქვეყანაა, რომელშიც შეიჭრა ფაშისტური დიქტატურა. ეს დემოკრატიის და ფაშიზმის ბრძოლაა... ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ ლეგიონი - დაგველოდეთ!" - ამ პოსტით "ანონიმუსმა" პუტინის წინააღმდეგ, სრულმასშტაბიანი კიბერ-ომი გამოაცხადა და ერთმანეთის მიყოლებით, რუსეთის პორპაგანტისტული საიტების გათიშვა დაიწყო. "გაზპრომი", "რაშა-თუდეი", რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - რიგშია კრემლი, პირადად ვლადიმერ პუტინი და მისი აგენტების ქსელი საერთაშორისო მასშტაბით.
ჰაკერული დაჯგუფება „ანონიმუსების” წევრები ამბობენ, რომ იდეოლოგიური მიზნებით მოქმედებენ და თავს „ჰაკტივისტებს” უწოდებენ. ჯგუფი, რომლის მთავარი სიმბოლო, ინგლისელი რევოლუციონერის, გაი ფოქსის ნიღაბია, ამბობენ, რომ თავს ესხმიან და „სჯიან” იმ ხელისუფლებებს, კორპორაციებსა თუ ორგანიზაციებს, რომელთა ქმედებებსაც არ ეთანხმებიან.
მათი მიზანია ებრძოლონ უსამართლობას, „დაიცვან სუსტები ძლიერებისგან” და „მისცენ ხმა უხმოებს”. და მიუხედავად იმისა, იზიარებენ თუ არა ამ სულისკვეთებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებები, ფაქტია, რომ სწორედ "ანონიმუსის" მიერ გავრცელებული პირადი მონაცემების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოსვენება უკვე დაკარგა.
"ჩვენ არ გვძინავს - არ დაიძინებთ არც თქვენ!" - უკრაინაის მოქალაქეების ამ შინაარსის ზარები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების პირად ტელეფონებზე ამ დრომდე არ წყდება; ერთ-ერთ ბოლო მიმართვაში კი "ანონიმუსი", პირადად ვლადიმერ პუტინს მიმართვს.
იხილეთ ასევე: