"კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება... თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერცერთ თავშესაფარში ვერ დაიმალება" | ლუკაშენკოს მუქარა

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ვოლოდიმირ ზელენსკის ემუქრება - პუტინის მოკავშირე ამბობს, რომ თუ ომი გაგრძელდება, ზელენსკი მტერს ვერცერთ ბუნკერში ვერ დაემალება.

იმის გამო, რომ უკრაინული მხარე მინსკში მოლაპარაკებების გამართვას არ თანხმდება, ბელარუსის პრეზიდენტი ზელენსკიზე ირონიულად საუბრობს. ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში, ჯერჯერობით, კონფლიქტია და არა ომი.

ორი დღის წინ პუტინმა დამირეკა და მითხრა, რომ მინსკში ჩამოსასვლელად და მოსალაპარაკებლად მზად იყო. გამიხარდა. მოგვიანებით, ისევ დამირეკა და მოლაპარაკებებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა მთხოვა. რუსეთი ჩემს მიერ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს დათანხმდა. 

საღამოს გავიგეთ, რომ უკრაინულმა მხარემ უარი თქვა. რას ვიზამთ, ეს მათი გადაწყვეტილებაა. ზელენსკის არ ესმის, რა ხდება. არაადეკვატურ მდგომარეობაშია. რუსული მხარე გომელში ელოდება. თუ უკრაინელები ჩამოვლენ, დიალოგი შედგება. თუ არა, მაშინ ჩვენ რა უნდა ვქნათ. 

კონფლიქტი, რომელიც ახლა უკრაინაშია, ყვავილებია იმასთან შედარებით, რაც მოხდება, თუ ეს მალე არ დასრულდა. დამიჯერეთ, ვიცი, რასაც ვამბობ. თუ ეს ომი გაგრძელდება, ზელენსკი ვერცერთ თავშესაფარში, ვერც ამერიკულში ვერ დაიმალება. ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა, დამიჯერეთ, სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება, - ამბობს ლუკაშენკო. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი