მოლაპარაკებები დაბომბვის პარალელურად | რა შედეგით დასრულდა რუსულ-უკრაინული დელეგაციის შეხვედრა

გამოქვეყნდა:

ცეცხლის შეწყვეტა და რუსული არმიის სრული გასვლა უკრაინის ტერიტორიიდან - ეს არის მთავარი მოთხოვნები, რომლებსაც ოფიციალური კიევი მოსკოვთან მოლაპარაკებებზე აყენებს. რამდენიმესაათიანი შეხვედრა სასაზღვრო ზონაში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი უცნობია.

ერთადერთი კომენტარით, რომელიც მოლაპარაკებების შემდეგ გაკეთდა, ცნობილი გახდა, რომ მხარეები გარკვეული საკითხების გადაჭრაზე შეთანხმდნენ და ახლა დედაქალაქებში ბრუნდებიან კონკრეტული გადაწყვეტილებებისთვის.

პარალელურად კი საბრძოლო მოქმედებები ფაქტობრივად არ შეწყვეტილა - რუსულმა არმიამ, რომელიც ინიციატივას კარგავს, დღეს რამდენიმე გადამწყვეტი იერიშის მიტანა გადაწყვიტა და უკრაინული ქალაქების მასიური დაბომბვა მოაწყო. შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - მათ შორის ბავშვები. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი