მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, რუსეთსა და ბელარუსს ტურნირებში მონაწილეობის მიღება აღარ შეეძლებათ. ამის შესახებ აღმასრულებელმა კომიტეტმა 28 თებერვალს განაცხადა და აღნიშნა, რომ კიდევ ერთხელ გმობენ რუსეთის აგრესიულ შეჭრას უკრაინაში და ბელარუსის მიერ ამ ქმედების ხელშეწყობას.
გარდა ამისა, რუსეთის რაგბის კავშირს უჩერდება მსოფლიო რაგბის წვერობა.
"გადაწყვეტილება მიღებულია რაგბის ღირებულებების, სოლიდარობის, მთლიანობისა და პატივისცემის ინტერესებიდან გამომდინარე. მსოფლიო რაგბი ასევე აგრძელებს კონტაქტს უკრაინის რაგბის ფედერაციაში კოლეგებთან და აღუთქვამს სრულ მხარდაჭერას", - წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: