ტაივანი რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს უერთდება და ზოგიერთ რუსულ ბანკს ბლოკავს SWIFT საერთაშორისო გადახდების სისტემიდან. ამის შესახებ სამშაბათს პრემიერმა, სუ ცენგ-ჩანმა განაცხადა.

"ტაივანმა დაგმო რუსეთი მისი შეჭრისთვის ჩვენ გლობალურ, დემოკრატიულ პარტნიორებთან ერთად... ჩვენ ვითანამშრომლებთ [რუსეთის] ბანკების წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით", - თქვა მან. 

გარდა ამისა, ტაივანი "დაწვრილებით გამოიკვლევს" რუსეთში ექსპორტირებულ პროდუქტებს ვასენარის შეთანხმების შესაბამისად, რომელიც არეგულირებს იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საქონლის, ასევე ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს.

ასეთი ექსპორტი არ დაიშვება "თუ არ არსებობს ლეგიტიმური მიზეზები", თქვა მან.

27 თებერვალს ტაივანმა უკრაინას 27 ტონა სამედიცინო დახმარება გაუგზავნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი