ციგურაობის საერთაშორისო ფედერაციამ (ISU) რუს და ბელარუს მოციგურავეებს ყველა საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას უჩერებს. გადაწყვეტილება ფედერაციამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო მიიღო.
მოციგურავეებს აეკრძალებათ ISU-ს ჩემპიონატებსა და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა.
მმართველმა ორგანომ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
ISU-ს საბჭო აცხადებს, რომ გააგრძელებს უკრაინაში არსებული ვითარების მონიტორინგს და მის გავლენას ISU-ს საქმიანობაზე და გადადგამს დამატებით ნაბიჯებს საჭიროების შემთხვევაში.