პუტინი თითო მოკლულ უკრაინელში ხელფასის 2% მიხდის, ეს პუტინის ომია და პუტინი არის ხუილო - "ვაგნერის" წევრი ქილერი

გამოქვეყნდა:

ე.წ. ვაგნერის დაჯგუფების დაჭრილი ჯარისკაცი, განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული, სპეციალური დანაყოფის წევრი, უკრაინელებმა ტყვედ აიყვანეს და სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში თითო ადამიანის მკვლელობისთვის პუტინის რეჟიმი მას ხელფასის 2%-ს უხდის, მაშინ, როცა სირიის კონფლიქტის დროს, ერთი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობა, 60 დოლარი ღირდა.  

"უკრაინამდე სირიაში ვმსახურობდი და მაშინ 1 დღე-ღამეში 60 დოლარს მიხდიდნენ. ახლა უკრაინაში პუტინი თითო მოკლულ უკრაინელში ხელფასის 2% მიხდის. უკრაინელები ძალიან კეთილი და ერთგული ადამიანები არიან. მას შემდეგ, რაც ტყვედ ამიყვანეს, არ მომკლეს, ჰოსპიტალში მომიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. ფეხიდან 5 ტყვია ამომიღეს. ეს პუტინის ომია და პუტინი არის ხუილო",-ამბობს ვაგნერის დაჯგუფების წევრი. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი