
ხარკოვის დაბომბვას ქვეყნის პრეზიდენტი ეხმაურება. ვოლოდიმირ ზელენსკი ახალ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ რუსეთი უკვე ტერორისტული სახელმწიფოა:
"ხარკოვის ცენტრალურ მოედანზე რაკეტა აშკარა, დაუფარავი ტერორია. ამის შემდეგ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა. არავინ აპატიებს. არავინ დაივიწყებს."- ამბობს ზელენსკი.
სულ მცირე 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვი ხარკოვში რუსების თავდასხმის შედეგად. უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქში ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა ადმინისტრაციული ცენტრი დაბომბეს. გავრცელებული კადრების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლის გახსნის დროს ქუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ.