
სამხრეთ კორეა აკრძალავს ფინანსურ ტრანზაქციებს 7 მსხვილ რუსულ ბანკთან და მათ ფილიალებთან. ფინანსთა სამინისტრომ სამშაბათს გამოაქვეყნა დეტალური გეგმა სანქციების შესახებ აშშ-სთან კონსულტაციების შემდეგ.
სანქცირებულია 7 რუსული ბანკი - Sberbank, VEB, PSB, VTB, Otkritie, Sovcom და Novikom.
სამინისტრომ "მტკიცედ რეკომენდაცია გაუწია" ადგილობრივ საჯარო და საფინანსო ინსტიტუტებს, შეაჩერონ ინვესტიციები რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციებში, რომლებიც გამოშვებულ იქნება ოთხშაბათის შემდეგ.
სამხრეთ კორეა ასევე "დაუყოვნებლივ" დაბლოკავს რუსულ ბანკებს SWIFT გლობალური გადახდების სისტემაში, როგორც კი ევროკავშირი დააზუსტებს თავის დეტალურ გეგმას, დასძინა სამინისტრომ.