რუსეთის უმსხვილესი კრედიტორი, "სბერბანკი" ევროპულ ბაზარს ტოვებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის უმსხვილესმა კრედიტორმა, "სბერბანკმა" განაცხადა, რომ ევროპულ ბაზარს ტოვებს. ბანკის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპაში მის შვილობილი კომპანიები ფულადი სახსრების დიდი გადინების წინაშე დგანან.

ბანკმა განაცხადა, რომ აღარ შეეძლო ლიკვიდობის მიწოდება მისი ევროპული შვილობილი ბანკებისთვის, თუმცა მათივე თქმით, კაპიტალის დონე და აქტივების ხარისხი საკმარისია ყველა მეანაბრისთვის გადასახდელად.

"შექმნილ ვითარებაში სბერბანკმა გადაწყვიტა დატოვოს ევროპული ბაზარი. ჯგუფის შვილობილ ბანკებს ფულადი სახსრების არანორმალური გადინება აქვთ და საფრთხის ქვეშაა მათი თანამშრომლებისა და ფილიალების უსაფრთხოება", - ამბობენ ბანკში.

სამშაბათს, "სბერბანკის" ევროპული ფილიალის დახურვის ბრძანება ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო და გააფრთხილა ის მოსალოდნელ შედეგებზე, რაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულ სანქციებს მოჰყვებოდა.

 Sberbank დასავლეთის სანქცირებულ ბანკებს შორისაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი