FIBA-მ რუსეთის საკალათბურთო გუნდებს ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა

გამოქვეყნდა:

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (FIBA) აცხადებს, რომ რუსეთის გუნდებს და ოფიციალურ პირებს არცერთ ტურნირში მონაწილეობის უფლება არ ექნებათ. სანქცია ვრცელდება 3x3 ფორმატის შეჯიბრებზეც.

FIBA აღნიშნავს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულები არიან და დაზარალებულებს თანადგომას უცხადებენ.

FIBA მკაცრად გმობს ძალადობას და იმედოვნებს, რომ მშვიდობა სასწრაფოდ გაიმარჯვებს. 

რუსეთის ნაკრებები დაასანქცირეს ფეხბურთის, რაგბის, ციგურაობის, ფორმულა 1-ის და სხვა ფედერაციებმაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი