
კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ამ თემაზე ის დღეს ჟურნალისტებს ესაუბრა.
"რუსეთის ეკონომიკა სერიოზულ დარტყმებს განიცდის. მაგრამ არის უსაფრთხოების გარკვეული ზღვარი, არის პოტენციალი, არის გარკვეული გეგმები, სამუშაოები მიმდინარეობს. [ეკონომიკა] ფეხზე იდგება", - თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მოსკოვს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. მათ შორის: რუსული ბანკების ნაწილი SWIFT-დან გათიშა, ევროკავშირმა და აშშ-მ ჩაკეტა ცა, ცენტრალურ ბანკს შეზღუდვები დაუწესდა, გაიყინა ტრანზაქციები, სანქცირებულია პროპაგანდისტული მედიაც.