გაერომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო და რუსეთს ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოსკოვისგან მოითხოვს, შეწყვიტოს ძალის გამოყენება და გაიყვანოს ჯარი უკრაინიდან. 

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 141-მა ქვეყანამ, წინააღმდეგი იყო 5: რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრია, 35 -მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის არიან, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ყაზახეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი და კუბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი