საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა (IPC) განაცხადა, რომ რუს და ბელარუს სპორტსმენებს პეკინის 2022 წლის პარაოლიმპიადაში მონაწილეობა აეკრძალათ. ზამთრის თამაშები პარასკევს უნდა დაიწყოს.
უწყების ცნობით, საქმე ეხება უსაფრთხოების საკითხსაც, რადგან სპორტსმენთა ოლიმპიურ სოფელში ვითარება რთულდებოდა.
"IPC-ში ჩვენ ძალიან მტკიცედ გვწამს, რომ სპორტი და პოლიტიკა არ უნდა იყოს შერეული. თუმცა, საკუთარი ბრალის გარეშე, ომი ახლა მოვიდა ამ თამაშებზე და კულისებში ბევრი მთავრობა ახდენს გავლენას ჩვენს სანუკვარ ღონისძიებაზე", - თქვა IPC-ის პრეზიდენტმა ენდრიუ პარსონსმა.
მისი განცხადებით, მრავალი ქვეყნის პარაოლიმპიურმა კომიტეტმა თქვა, რომ არ იასპარეზებდნენ, თუ რუსი და ბელარუსი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებდნენ.
მან სანქცირებულ სპორტსმენებსაც მიმართა და უთხრა რომ "თავიანთი მთავრობების მსხვერპლები არიან".
სანქციები 83 სპორტსმენს შეეხება ორივე ქვეყნიდან.