რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ამბობს, რომ რუსეთი მზად იყო დასავლეთის სანქციებისთვის, მაგრამ არ ელოდა, რომ ის სპორტსმენებს და მედიას შეეხებოდა. Tacc-ის ცნობით, ამ თემაზე მან Al Jazeera-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ჩვენ მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდით, რომ ისინი გავლენას მოახდენდნენ სპორტსმენებზე, ინტელექტუალებზე, მსახიობებზე, მედიის მუშაკებზე", - თქვა ლავროვმა. 

ლავროვი ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა უარი განაცხადეს რუსეთთან თანამშრომლობაზე "ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით".

ცნობისთვის, ეკონომიკური სანქციების გარდა, დასავლეთმა რუსი სპორტსმენები შეჯიბრებიდან დაბლოკა, სანქცირებულთა სიაში მოხვდა პროპაგანდისტული მედია, ასევე, ოლიგარქები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი