ეს დემილიტარიზაცია იქნება მიყვანილი ბოლომდე, უკრაინაში ახლა ნეონაციზმი ყვავის - ლავროვი

გამოქვეყნდა:

​უკრაინაში ახლა ნეონაციზმი ყვავის და პრეზიდენტი ზელენსკი ამას ხელს უწყობს - აცხადებს ოკუპანტი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი და უცხოელ ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე ამბობს, რომ "ოპერაცია" უკრაინაში გაგრძელდება იქამდე, ვიდრე "დემილიტარიზაცია" ბოლომდე არ იქნება მიყვანილი:

"ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ოპერაციასაც გავაგრძელებთ იმიტომ, რომ ვერ დავუშვებთ უკრაინის ტერიტორიაზე იმ ინფრასტრუქტურის შენარჩუნებას, რომელიც ემუქრება რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას და ეს დემილიტარიზაცია იქნება მიყვანილი ბოლომდე. იმ შემთხვევაშიც კი თუ სამშვიდობო შეთანხმება დაიდება, ეს პუნქტი უნდა იქნას შეტანილი. ​უკრაინაში ახლა ნეონაციზმი ყვავის და პრეზიდენტი ზელენსკი ამას ხელს უწყობს. იქ ნაცისტები გამოსვლებს მართავენ, ჩირაღდნებიან მსვლელობებს და ზელენსკი მათ საკუთარ დაცვას აძლევს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ევროპელი კოლეგები ამ ნიშნებს ვერ ხედავენ". - ამბობს ლავროვი

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი