აშშ-ს ელჩი ნატოში კეი ბეილი ჰატჩინსონი გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციას გამოეხმაურა. ელჩმა ჟურნლისტ იგორ კუროპტევის გადაცემაში განაცხადა, რომ ამერიკისთვის მიუღებელია რუსეთის მხირდან საქართველოში მსგავსი კრიმინალური ქმედებების განხორციელება.
დამწუხრებული ვარ, რომ საქართველოში მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო ან შესაძლოა მოხდეს. თუ რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინაში ანალოგიურ კრიმინალურ ქმედებებს აქვს ადგილი, მაშინ ჩვენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ საქართველოსთან ერთად დავდგებით, - აღნიშნა ჰატჩინსონმა.