რუსი სამხედროების ცხედრების მოძიებაში ოჯახებს დახმარებას უკრაინის ხელისუფლება სთავაზობს

გამოქვეყნდა:

მგლოვიარე რუსი დედებისთვის, რომელთა შვილები ომში მოტყუებით წაიყვანეს, ახლა საოკუპაციო ძალები ცხედრების გადაცემისთვისაც არ იწუხებენ თავს.

ომში უკვე დაღუპულია რუსული არმიის ათი ათასამდე ჯარისკაცი. მათი უმრავლესობა ახალწვეული, ან რიგითია, რომელმაც იარაღიდან პირველად უკრაინის ოკუპაციის მცდელობისას გაისროლა.

ჯარში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებს, რომლებმაც მოკლეტექსტური გზავნილით შეიტყვეს მათი შვილების დაღუპვის შესახებ, ცხედრების მოძიებაში დახმარებას უკრაინის ხელისუფლება სთავაზობს. ოფიციალური კიევი ასევე მზად არის ტყვეები ოჯახებს გადასცენ, ასეთი კი უკრაინაში რუსეთის ათასობით მოქალაქეა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი