დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის უგუნური ქმედებები მთელ ევროპას უქმნის საფრთხეს. ეს განცხადება მან ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსი ოკუპანტების თავდასხმის შემდეგ გააკეთა.
ბორი ჯონსონი საკითხზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა.
"ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შეტევა ელექტროსადგურზე და დაუშვას შესაბამისი სამსახურების შეუზღუდავი წვდომა ტერიტორიაზე", - აცხადებენ ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ოფისში.
შექმნილი ვითარების გამო, ბორის ჯონსონმა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია.
ამავე თემაზე: