ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად არავინ დაღუპულა.
რუსი ოკუპანტების მიერ ელექტროსადგურის დაბომბვის შემდეგ, ცეცხლი საწვრთნელი კორპუსის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს მოედო.
ელექტროსადგურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ არსებობს რეალური ატომური საფრთხე. ამ დროისთვის ტერიტორიაზე რადიაციული ფონის ზრდა არ ფიქსირდება.
ამავე თემაზე: