NATO: რუსეთი უკრაინაში კასეტურ ბომბებსა და საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალულ იარაღს იყენებს

გამოქვეყნდა:

„ჩვენ ვნახეთ, რომ რუსეთმა გამოიყენა კასეტური ბომბები და სხვა იარაღი უკრაინაში, რომელიც არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა.

BBC წერს, რომ კასეტური ბომბი არის ჭურვი, რომელსაც აგდებენ ჰაერიდან ან ისვრიან მიწიდან. ის ფეთქდება ჰაერში, ათავისუფლებს ათობით და ზოგჯერ ასობით პატარა ბომბს, რომელსაც შეუძლია დაფაროს რამდენიმე ფეხბურთის მოედნის ზომის ფართობი.

ეს ნიშნავს, რომ ყველას, მათ შორის მშვიდობიან მოსახლეობას, ემუქრება სიკვდილის ან დაშავების საფრთხე. ზოგჯერ ასეთი ბომბები მაშინვე არ აფეთქდება, რაც მათ საშუალებას აძლევს მოკლას ან დაასახიჩროს ადამიანები კონფლიქტის დასრულების შემდეგ.

რუსეთი აცხადებს, რომ იყენებს მხოლოდ „მაღალი სიზუსტის იარაღს“.

კასეტური ბომბების შესახებ საერთაშორისო კონვენცია ძალაში შევიდა 2010 წლის 1 აგვისტოს. მას ხელს არ აწერს რუსეთი, უკრაინა, შეერთებულ შტატები, ჩინეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი