
მოგესალმებით. ჯანმრთელობას გისურვებთ ევროპელებო! ზუსტად ასე ესალმებიან დღეს ჩვენი ჯარისკაცები ჩვენი გმირები, ისინი ვინც იცავენ ჩვენს სახლებს, ჩვენ შვილებს, ჩვენ მომავალს, ჩვენ თავისუფლებასა და ჩვენ უკრაინას, ევროპულ უკრაინას, უკრაინას, რომელიც თქვენი ოჯახს ნაწილია - ასე დაიწყო თავის მიმართვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სოლიდარობისთვის შეკრებილი მოსახლეობისადმი.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე ასობით ათასი ადამიანი შეიკრიბა ომში მყოფი პრეზიდენტის მოსასმენად:
"დღეს ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ და ყველანი ვიცავთ უკრაინას. ყველა ჩვენგანი მნიშვნელოვანია. ჯარისკაცები იარაღით ხელში ფრონტის წინა ხაზზე არიან. ექიმები სამედიცინო აღჭურვილობით არიან, ხოლო ბავშვები თავის ღიმილითა და ცრემლებით გვიცავენ, ჩვენ გულსა და ოჯახებს იცავენ და ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია.
თქვენთან სასაუბროდ სულ 3 წუთი მაქვს. პირველი წუთი მინდა, რომ წუთიერ დუმილს დავუთმო და პატივი მივაგო ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი დამცველების, პოლიციელების, მეხანძრეებისა და ყველა იმ ადამიანის ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გასწირა, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ.
მეორე წუთი მინდა ისევ წუთიერ დუმილს დავუთმო. ჩვენი ასობით მოქალაქის ხსოვნას იმ უფროსებისა და ბავშვების, იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც სიცოცხლე გასწირა და სამუდამო სიმშვიდე მიიღო. გთხოვთ, წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას.
მესამე წუთი კი მინდა თქვენ მოგიძღვნათ ევროპელებო..." თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში.
[ფოტო: სირცხვილია]
იხილეთ ასევე: