CNN რუსეთში მაუწყებლობას შეწყვეტს - ამის შესახებ ინფორმაცია არხმა გუშინ, 4 მარტს გაავრცელა.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში ამოქმედდა ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, დააპატიმრონ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც რუსულ არმიაზე "ყალბ" ინფორმაციას გაავრცელებს.
რუსეთში მუშაობის შეწყვეტის შესახებ უკვე განაცხადა არაერთმა უცხოურმა გამოცემამ, მათ შორის BBC-მ და CBC-მ და Bloomberg-მა.
რას გულისხმობს პუტინის კანონი "ყალბ" ინფორმაციაში იხილეთ ბმულზე: