რუსეთის, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლები ოკუპანტ ქვეყანას ტოვებენ.
საქართველოში დაბრუნდა რუსული ოპოზიციური ტელეარხის, "დოჟდის" საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ეკატერინე კოტრიკაძე.
დაბრუნების შემდეგ მან ვრცლად ისაუბრა, იმ რეჟიმზე, რომელიც პუტინის რუსეთში მოქმედებს, გაიხსენა ისიც როგორ დახურა დამოუკიდებელი ტელეარხი ოკუპანტმა მხოლოდ იმიტომ, რომ მის დანაშაულებრივ გეგმებს ააშკარავებდა.
"პუტინმა გადაწყვიტა, რომ ვა ბაკზე წასულიყო, ეს არის ის მომენტი მისთვის, როცა უნდა ჩაწეროს თავისი სახელი ისტორიაში და ამისთვის აკეთებს ყველაფერს", - თქვა მან.
ცნობისთვის, 1-ელ მარტს რუსეთის ხელისუფლებამ "ეხო მოსკოვი" და ტელეკომპანია "დოჟდი" , უკრაინაში ომის გაშუქების გამო გათიშა. კრემლმა ისინი "მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში" დაადანაშაულა. დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღო და მუშაობას მხოლდო სოციალურ ქსელებში აგრძელებს. რუსეთმა შეზღუდა წვდომა BBC-ის რუსულ სერვისზე, Meduza-სა და "რადიო თავისუფლებაზეც".