რუსი ტანმოვარჯიშე ივან კულიაკი კატარში გამართული მსოფლიო თასის კვარცხლბეკზე უკრაინელი ტანმოვარჯიშის გვერდით პრორუსული საომარი სიმბოლო "Z"-ით ავიდა.
სწორედ ეს ასო აწერია უკრაინაში შეჭრილ რუსულ სამზედრო ტექნიკას. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ ჟესტს შოკისმომგვრელი უწოდა.
კულიაკმა უკრაინელ ტანმოვარჯიშესთან ბრძოლა წააგო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ამ დრომდე, ტანვარჯიშის ფედერაცია არ კრძალავდა რუსი სპორტსმენენების შეჯიბრებებში მონაწილეობას. თუმცა, კულიაკის ამ ჟესტის შემდეგ ტანვარჯიშის ფედერაციაც შეუერთდა სანქციებს - რუსი და ბელარუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებზე არ გამოვლენ.