საფრთხე არ გვემუქრება, ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ მეზობელ და მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, პროვოკაციების მიუხედავად ქვეყანას მშვიდობას შეუნარჩუნებენ და შენება მკტიცედ უნდა გაგრძელდეს.

"ჩვენ მიუხედავად ამ გამოწვევებისა და პროვოკაციებისა, ქვეყანაში ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მოსახლეობა უნდა იყოს მშვიდად, ჩვენ არავითარი საშიშროება, საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება", - თქვა ღარიბაშვილმა. 

მანამდე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო რუსეთის მიმართ დაწესებულ ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებს არ შეუერთდება, ასევე, აღნიშნა, რომ არ აპირებდა უშიშროების საბჭოს მოწვევას და კიევში ჩასვლას, რადგან ცა ჩაკეტილია.

შემდეგი სხდომა მან ამ განცხადებების გამართლებას და წინა ხელისუფლების კრიტიკას მიუძღვნა. მისი აზრით, ოპოზიციას უკრაინაში ომი უხარია და მათი მიზანია 2008 წლის "უბედურება" განმეორდეს. ღარიბაშვილმა თქვა, რომ სანქციები ეფექტური არაა და ახლა ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი რომ იყოს, ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა, შემდეგ კიევში.

 

ვითარება რუსთაველის გამზირზე | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი