რამდენიმე წუთში დავიწყებთ საუბარს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებსაც სჯერათ, რომ ძალადობა არგუმენტია - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ვიდეომიმართვას ავრცელებს:

"რამდენიმე წუთში დავიწყებთ საუბარს იმ ქვეყნის წარმომადგენლებთან, რომლებსაც სერიოზულად სჯერათ, რომ ფართომასშტაბიანი ძალადობა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ - არის არგუმენტი. მოდით დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის." ამბობს პოდოლიაკი.

მან ასევე კომენტარი გააკეთა მოლაპარაკებების დროს, რუსეთის მხრიდან, სავარაუდო მცდელობაზე, რომ უკრაინის პრემიერმინისტრად მათთვის სასურველი კანდიდატი - ბოიკო დანიშნონ. ის მოსახლეობას მოუწოდებს, ყურადღებას ნუ მიაქცევენ "ყალბ გვარებს" (იანუკოვიჩი, ბოიკო) და ამბობს, რომ ყველაფერი იქნება ისე, როგორც სჭირდება უკრაინას.

​შეგახსენებთ, დიალოგის დაწყებამდე კრემლმა კიდევ ერთხელ წამოაყენა თავის პირობები, რა შემთხვევაში შეწყვეტს ომს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი